პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

მდგრადი განვითარების მიზნები, როგორც ეროვნული და გლობალური განვითარების გამოწვევა

გელა ცაავა

რუსეთისმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

polge2006@yahoo.com

 

აბსტრაქტი

წინამდებარე სტატია განიხილავს მდგრადობისა და მდგრადი განვითარების შესახებ არსებულ კვლევას მთელ მსოფლიოში. ამავდროულად, ნაშრომი ხაზს უსვამს მდგრადი განვითარების განზომილებებს შესაბამის ლიტერატურასა და წყაროებზე დაყრდნობით. წარმოდგენილ კვლევაში გამოყენებულია ლიტერატურისა და წყაროთმცოდნეობის მიმოხილვის მეთოდოლოგია. აქვე აღვნიშნავთ, რომ გლობალური სამყაროს თითოეულმა რეგიონმა გარკვეული პროგრესი განიცადა მდგრადი განვითარების მაღალი დონის მიღწევის მიმართულებით. თუმცა, თითოეული რეგიონი ასევე აწყდება უნიკალურ გამოწვევებს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე. აღნიშნულ გამოწვევებს აქვს სოციალური, პოლიტიკური, სტრუქტურული, ინსტიტუციური და ეკონომიკური განზომილებები. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურ წრეებში მდგრადი განვითარება ფართოდ აღიარებული კონცეფციაა, მისი პრაქტიკულობა პოლიტიკურ წრეებში სადავოა. აღნიშნული ნაშრომი იკვლევს არსებულ ბარიერებს, აანალიზებს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, სოციალურ და პოლიტიკურ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლიან მდგრადი განვითარების მიზნების სრულ რეალიზაციას და წარმოგვიდგენს პოტენციურ გადაწყვეტილებებს აღნიშნული პრობლემების დასაძლევად. კვლევის მიზანია ახალი გზის პოვნა კითხვაზე პასუხის მოსაძებნად, თუ რატომ ხდება მდგრადი განვითარების პრინციპების პრაქტიკაში ნელი ტემპით განხორციელება. ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მდგრადი განვითარება თუ წარმოადგენს მიმდინარე და სამომავლო განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხს, იგი უნდა იყოს სტრუქტურირებული მეცნიერების მიერ წამოჭრილი ძირითადი მოთხოვნების გარშემო. დაბოლოს, შესაბამისი ემპირიული კვლევები აჩვენებენ, რომ მდგრადობის ან მდგრადი განვითარების საკითხების ინტეგრირება ბიზნესში ან გარემოსდაცვით მენეჯმენტში გარკვეულ დადებით სარგებელს იძლევა.

საკვანძო სიტყვები: განზომილებები, განვითარება, ინტეგრაცია, კვლევა,  მენეჯმენტი.

JEL: Q01; Q58; O10

DOI: 10.52244/c2025.22

სტატია

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

იუნესკო (2017), ,,განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისათვის: სწავლის მიზნები და ამოცანები’’. გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO). პარიზი. https://www.etaloni.ge/files_inner/4433ganatlebamdgradiganvitarebismiznebi.pdf

ტურაშვილი თ., ნიკურაძე გ. (2022), ,,მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების პრაქტიკული სახელმძღვანელო’’. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI). თბილისი. https://idfi.ge/public/upload/Handbook/practical_handbook_for_the_localization_of_sustainable_development_goals-%20GEO.pdf

შლუხტერი ა., სერანო ლ. ა., ბასტიკი მ., (2019), ,,2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის უსაფრთხოების სექტორი და გენდერული თანასწორობა’’. პოლიტიკის მოკლე აღწერა. შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრი (DCAF). თბილისი. https://www.dcaf.ch/sites/default/files/publications/documents/GSPolicyBrief_2030Agenda_GEO.pdf

Anderson, B., R. Prieto Curiel and J. Patiño Quinchía (2023), ,,City shapes and climate change in Africa”, West African Papers, No. 40, OECD Publishing, page 58, Paris, https: https://www.oecd.org/en/publications/city-shapes-and-climate-change-in-africa_a944a930-en.html

Cho, W. et al. (2024), ,,Diagnosis and policy action for sustainable and inclusive productivity growth”, OECD Science, Technology and Industry Working Papers, No. 2024/07, OECD Publishing, page 8, Paris, https://www.oecd.org/en/publications/diagnosis-and-policy-action-for-sustainable-and-inclusive-productivity-growth_1668f250-en.html

Choudhuri S. (2019), ,,A Research on Sustainable Development in India.” Inter J Recent Tech Eng 8: 1210-1215

Kotz, M., A. Levermann and L. Wenz (2024), ,,The economic commitment of climate change”, Nature, Vol. 628/8008, pp. 551, https://www.nature.com/articles/s41586-024-07219-0

Sachs, J., G. Lafortune and G. Fuller (2024), ,,Sustainable Development Report 2024: The SDGs and the UN Summit of the Future, Sustainable Development Solutions Network’’, Paris/Dublin University Press, page 14, Dublin, https://sdgtransformationcenter.org/reports/sustainable-development-report-2024

UN (2025), ,,Zero draft: Outcome document of the Fourth International Conference on Financing for Development’’, Financing for Sustainable Development Office, United Nations Department of Economic and Social Affairs, page 3, New York, https://financing.desa.un.org/sites/default/files/2025-01/FfD4%20Outcome%20Zero%20Draft.pdf

 

ჩაწერე საძიებო სიტყვა.