პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

ტურიზმის მდგრად განვითარებაზე სწავლების გამოცდილება

ლარისა დოლიკაშვილი

ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)

l.dolikashvili@seu.edu.ge

 

ლანა მზარელუა

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

l.mzarelua@seu.edu.ge

 

ნინო ლეთანძე

ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)

n.letandze@seu.edu.ge

 

აბსტრაქტი

ტურიზმის მდგრად განვითარებაზე მიმართული სწავლებების გამოცდილება წარმოადგენს აქტუალურ თემას დღევანდელ გლობალურ და ლოკალურ საგანმანათლებლო კონტექსტში. თანამედროვე სამყაროში ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიად რჩება, რაც ქმნის როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ასევე ბუნებრივი და კულტურული გარემოს მიმართ მზარდ ზეწოლას. ასეთ პირობებში იზრდება მოთხოვნა ისეთი პროფესიონალების აღზრდაზე, რომელთაც ექნებათ ცოდნა, ღირებულებები და პრაქტიკული უნარები, რათა მოექცნენ ტურიზმის მდგრადი მართვის წინა ხაზზე.

წარმოდგენილი ნაშრომი მიზნად ისახავს გაანალიზოს მდგარდი ტურიზმის კერძოდ ეკოტურიზმის სწავლებაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება საქართველოში, რაც მოიცავს როგორც თეორიული სწავლების განვითარებას, ასევე საველე სწავლების ინტეგრაციას. სპეციალური ყურადღება ეთმობა ერთ-ერთ წარმატებულ ქეისს – თბილისის ეროვნულ პარკში განხორციელებულ ინტეგრირებულ გასვლით ლექცია-პრაქტიკულს, რომლის ფარგლებშიც ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ლაშქრობასა და საბანაკო აქტივობებში, იმუშავეს ეკოლოგიურ კონტექსტში რეალურ ამოცანებზე და განივითარეს სოციალური, ლიდერული და გარემოსდაცვითი უნარები.

მოხსენებაში გაანალიზებულია სტუდენტებზე დაფუძნებული თვისებრივი კვლევის შედეგები, რაც ცხადყოფს, რომ საველე გამოცდილებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სტუდენტთა მოტივაციის, პასუხისმგებლობისა და პროფესიული მზაობის ამაღლებაში. ასევე განხილულია მდგარდი ტურიზმის სწავლების საერთაშორისო ტენდენციები და მათი ადგილობრივი ადაპტაციის პერსპექტივები.

დასკვნის ნაწილში წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები, მათ შორის – საველე სწავლების სისტემატიზაცია, პედაგოგთა გადამზადება, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და უნივერსიტეტ-თემი-დაცულ ტერიტორიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

ნაშრომი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მდგრადი ტურიზმის სწავლება არ უნდა შემოიფარგლოს თეორიით – ის უნდა ეფუძნებოდეს გამოცდილებაზე დაფუძნებულ, ღირებულებით და კრიტიკულ აზროვნებაზე მიმართულ მიდგომებს. მხოლოდ ასე შევძლებთ შევქმნათ პროფესიონალები, რომელთაც ექნებათ როგორც ცოდნა, ისე რეალური უნარები მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის.

მდგრადი ეკოტურიზმი წარმოადგენს ტურიზმის ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ადგილობრივი თემების ჩართულობასა და ეკონომიკური სარგებლის სამართლიან განაწილებას. მისი მიზანია მინიმალური ზეგავლენა გარემოზე და მაქსიმალური სარგებელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მდგრადი ეკოტურიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული განათლებასთან, ეკოლოგიურ ცნობიერებასთან და იმ პრაქტიკებთან, რომლებიც გარემოს დაცვასა და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.

საკვანძო სიტყვები:  მდგრადი ტურიზმი, ტურიზმის განათლება, საველე სწავლება, სტუდენტური პრაქტიკა, ეკოტურიზმი

JEL: I25; Q26; Z32

DOI: 10.52244/c2025.29

სტატია

 

გამოყენებული ლიტერატურა

თევდორაშვილი, მ. (2021). ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები დაცულ ტერიტორიებზე. ეკონომიკა და ბიზნესი, 2(52), 87–94.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (2021). ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2030. თბილისი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (2023). ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგია 2025-მდე.

შავშიშვილი, ლ. (2020). ტურიზმის მდგრადი განვითარების ასპექტები საქართველოში. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და რეგიონული პოლიტიკა, 4(11), 56–66.

Butler, R. (1999). Sustainable tourism: A state‐of‐the‐art review. Tourism Geographies, 1(1), 7–25.

European Commission (2022). Tourism Transition Pathway: Co-creating Transition Pathway for Tourism Ecosystem. Retrieved from: https://single-market-economy.ec.europa.eu

Fennell, D. A. (2020). Ecotourism (5th ed.). Routledge.

Sharpley, R. (2009). Tourism development and the environment: Beyond sustainability? Earthscan.

UNEP & UNWTO. (2005). Making Tourism More Sustainable: A Guide for Policy Makers. United Nations Environment Programme and World Tourism Organization.

UNESCO (2017). Education for Sustainable Development Goals: Learning Objectives. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization.

Weaver, D. B. (2006). Sustainable Tourism: Theory and Practice. Elsevier Butterworth-Heinemann.

WWF Caucasus (2022). Education for Nature: Practical Tools for Outdoor Learning in Protected Areas.

Zehrer, A., Siller, H., & Raich, F. (2014). Leadership in tourism higher education: Requirements and challenges. Journal of Teaching in Travel & Tourism, 14(4), 329–348.

ჩაწერე საძიებო სიტყვა.