პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

მოგების გადასახადის რეფორმა საქართველოში: მიმდინარეობა და შედეგები

გურამ უფლისაშვილი

ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი

guram.uphlisashvili@unik.edu.ge

 

აბსტრაქტი

საქართველოს საგადასახადო სისტემაში ბოლო ორი-სამი ათეული წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოგების გადასახადის რეფორმას. მხედველობაში გვაქვს მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვა. აღნიშნულ მოდელს ასევე განაწილებული მოგების გადასახადსაც უწოდებენ, ვინაიდან მის მიხედვით დაბეგვრის ძირითადი ობიექტია დივიდენდების  განაწილება.  თუმცა გარდა განაწილებული მოგებისა, საქართველოში არსებული მოდელის მიხედვით იბეგრება ასევე ზოგიერთი კატეგორიის განაცემები/დანახარჯები, რაც შეიძლებოდა გამოყენებულ ყოფილიყო მოგების განაწილების ფარულ ალტერნატივებად, მ.შ.: ხარჯები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; დოკუმენტურად დაუდასტურებული ხარჯები; უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; ზენორმატიული წარმომადგენლობითი ხარჯები და სხვა.

მოგების გადასახადის საქართველოში შემოღებული მოდელი ასევე განსხვავდება მისი ესტონური ანალოგისგან დაბეგვრის სუბიექტების მოცვით და სექტორული გამონაკლისების მასშტაბითაც. თუ ესტონეთში ეს მოდელი ძირითადად უნივერსალურად მოქმედებს ყველა სექტორზე, საქართველოში სექტორული გამონაკლისები გაცილებით ფართოა. ახალი რეჟიმი მხოლოდ მოგვიანებით გავრცელდა არაკომერციულ ორგანიზაციებზე და სადაზღვევო ორგანიზაციებზე, ხოლო საბანკო დაწესებულებები, საკრედიტო კავშირები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები დაბეგვრის კლასიკურ რეჟიმზე დარჩნენ და მათი დაბეგვრის განაკვეთი გაიზარდა კიდეც, განსხვავებული წესით იბეგრებიან სათამაშო ბიზნესის სხვადასხვა სახეობის განმახორციელებელი პირებიც.

ნაშრომში განხილულია მოგების გადასახადის რეფორმის შედეგები საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის მომდევნო წლებში ადგილი ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ერთგვარ დაჩქარებას, ვფიქრობთ, მისი წილი საკმაოდ შეზღუდულია ამავე პერიოდის სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ხასიათის მოვლენების ეკონომიკური შედეგების ფონზე. დაწვრილებით არის განხილული მოგების გადასახადის ახალი რეჟიმის დანერგვის ფისკალური შედეგები – ბიუჯეტში მობილიზებული გადასახადების, აგრეთვე დეკლარანტთა რაოდენობების, დეკლარირებული მოგებების და დივიდენდების ღირებულებების მიხედვით. განხილულია ასევე მოგების გადასახადის რეფორმის გავლენა გადასახადის გადამხდელთა ქცევაზე და საგადასახადო ადმინისტრირების ორგანოების სამუშაო პრაქტიკაზე.

საკვანძო სიტყვები: გადასახადები, მოგების გადასახადი, ესტონური მოდელი, მოგების განაწილება, დივიდენდი.

JEL:  H25; H32; H71

DOI: 10.52244/c2025.35

სტატია

 

გამოყენებული ლიტერატურა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი (კოდიფიცირებული), 2025. URL: https://matsne.gov.ge/document/view/1043717?publication=232  (ხელმისაწვდომია 19.09.2025);

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკა, ნაერთი ბიუჯეტი, URL: https://www.mof.ge/ka/fl/sakhelmtsifo_finansebis_statistika__naerti_biujeti?page=1  (ხელმისაწვდომია 19.09.2025);

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წლიური ანგარიშები. URL: https://rs.ge/AboutUs?cat=5&tab=1 (ხელმისაწვდომია 19.09.2025);

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ვებგვერდი. URL: https://www.geostat.ge/ka (ხელმისაწვდომია 19.09.2025);

ჩაწერე საძიებო სიტყვა.