ევტიხი მაჭავარიანი
ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ივანე ბეროშვილი
ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, თბოინჟინერიის სამეცნიერო-სასწავლო-საინჟინრო ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯუმბერ იოსებიძე
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
აბსტრაქტი
მოხსენებაში დასაბუთებულია საავტომობილო ტრანსპორტის უპირატესი წვლილი, როგორც ზოგადად დედამიწის, ისე კონკრეტულად საქართველოს, ატმოსფერული ჰაერის მავნე გამონაბოლქვებით დაბინძურებაში. ნათქვამია, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორების ერთერთ საშუალებად, მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, თხევადი საავტომობილო საწვავის ბუნებრივი აირით ჩანაცვლება არის მიჩნეული. ეს კარგად ჩანს ამ ქვეყნების მთავრობების მიერ გამოცემულ იმ საკანონმდებლო აქტებისა და დადგენილებების სიმრავლეში, რომლებიც ახდენენ ავტოტრანსპორტის მფლობელების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეპატრონეთა წახალისებას ბუნებრივი აირით მოძრავი ავტოტრანსპორტის რაოდენობის გაზრდის მიზნით.
მოყვანილია თხევადი და აირადი საწვავის ურთიერთშედარება მავნე გამონაბოლქვების რაოდენობის თვალსაზრისით და გადმოცემულია ის კონკრეტული პირობები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია თხევად საწვავზე მომუშავე ავტომობილების ბუნებრივ აირზე გადაყვანის პროცესში. წარმოდგენილია ავტოტრანსპორტის თხევადი საწვავიდან ბუნებრივ აირზე გადაყვანის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
მოხსენების დასკვნით ნაწილში გამოთქმულია იმედი, რომ წარმოდგენილი მასალის გაცნობა ხელს შეუწყობს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების, ასევე ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირების მიერ, ავტოტრანსპორტზე თხევადი საწვავის ბუნებრი აირით ჩანაცვლების სიკეთის აუცილებლობაში დარწმუნებას და შესაბამისი ღომისძიებების გატარება კი ხელს შეუწყობს საქართველოში მდგრადი განვითარების პროცესის გააქტიურებას.
საკვანძო სიტყვები: ავტოტრანსპორტი, ბენზინი, ბუნებრივი აირი.
JEL: Q52; Q42; R41
DOI: 10.52244/c2025.40
გამოყენებული ლიტერატურა
Interpressnews. (n.d.). მიმდინარე წლის მონაცემებით საქართველოში 1 701 776 ავტომობილია რეგისტრირებული… Retrieved from https://www.interpressnews.ge/ka/article/807098-mimdinare-clis-monacemebit-sakartveloshi-1-701-776-avtomobilia-registrirebuli-akedan-1-451-302-10-celze-meti-
Heinrich Böll Stiftung Tbilisi. (2022, December 15). Atmospheric air and… Retrieved from https://ge.boell.org/2022/12/15/atmosperuli-haeris-da…
Tbilisi State University. (n.d.). [Conference paper]. Retrieved from http://conferenceconomics.tsu.ge/?mcat=0&cat=arq&leng=ge&adgi=1370&title
Болбас, М. М., Саневич, Е. Л., Кухаренок, Г. М., & Поклад, Л. Н. (2011). Экология и ресурсосбережение на транспорте. Минск: Адуквация и выхвание.
Вепринцев, Н. В., Лобах, В. П., & Трофименко, И. Л. (n.d.). Автомобильный транспорт и окружающая среда. [Publication details unavailable].
Гуреев, А. А., & Азев, В. С. (1996). Автомобильные бензины: Свойства и применение. Москва.
World Nuclear Association. (n.d.). Heat values of various fuels. Retrieved from https://world-nuclear.org/information-library/facts-and-figures/heat-values-of-various-fuels
Quora. (n.d.). How does turning a gasoline engine into natural gas affect engine power and torque? Retrieved from https://www.quora.com/How-does-turning-a-gasoline-engine-into-natural-gas-affect-engine-power-and-torque
JSTOR. (n.d.). [Article]. Retrieved from https://www.jstor.org/stable/26308391
Science Education. (n.d.). [Article]. Retrieved from https://science-education.ru/article/view?id=19623
Statista. (n.d.). Transport carbon dioxide emissions breakdown. Retrieved from https://www.statista.com/statistics/1185535/transport-carbon-dioxide-emissions-breakdown/
GBOMotor. (n.d.). Переосвидетельствование газовых баллонов. Retrieved from https://gbomotor.ru/poleznoe/pereosvidetelstvovanie-gazovyh-ballonov#i
NGVi. (n.d.). CNG fuel system inspection requirements. Retrieved from https://www.ngvi.com/cng-fuel-system-inspection-requirements/
BNTU Repository. (n.d.). [PDF document]. Retrieved from https://rep.bntu.by/bitstream/handle/data/37874/96-103.pdf?sequence=1&isAllowed=y
Natural Resources Canada. (n.d.). Natural gas for transportation. Retrieved from https://natural-resources.canada.ca/energy-efficiency/transportation-energy-efficiency/natural-gas-transportation
Climate Technology Centre & Network. (n.d.). Compressed natural gas (CNG) fuel. Retrieved from https://www.ctc-n.org/technology-library/vehicle-and-fuel-technologies/compressed-natural-gas-cng-fuel
Vskali. (n.d.). Выгодно ли переводить автомобиль с бензина на газ? Retrieved from https://vskali.ru/articles/avto/vygodno-li-perevodit-avtomobil-s-benzina-na-gaz/
МЧС РФ. (2009). Классификация горючих веществ по степени чувствительности: Приказ МЧС РФ №404. Retrieved from [URL not provided]
Willson, B. (n.d.). Evaluation of aftermarket fuel delivery systems for natural gas and LPG vehicles. U.S. Department of Energy. Retrieved from https://www.osti.gov/servlets/purl/10174753
Sinor, J. E. (n.d.). Technical evaluation assessment of CNG/LPG bi-fuel and flex-fuel vehicle viability. National Renewable Energy Laboratory. Retrieved from https://www.nrel.gov/docs/legosti/old/6544.pdf