კობა გრიალაშვილი
დოქტორანტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
აბსტრაქტი
გლობალიზაციამ ახალი გამოწვევები გააჩინა პერსონალური მონაცემების დამუშავების მიმართულებით. მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი დამუშავების მასშტაბები. ამ მხრივ, აღსანიშნავია სამართლდამცავი ორგანოების მხრიდან მონაცემთა დამუშავების მოცულობა, რამდენადაც კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მათ აქვთ როგორც ღია, ასევე ფარული წყაროებიდან მონაცემთა მოპოვებისა და სხვაგვარი დამუშავების შესაძლებლობა, ხოლო ტექნოლოგია საშუალებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს, პერსონალური მონაცემები უპრეცედენტო მასშტაბით დაამუშაონ. უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ცალკე უფლებად არ არის აღიარებული და ის პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების დაცულ სივრცეში არის მოქცეული. თუმცა ევროკავშირმა ამ კუთხით განსხვავებული მიდგომა აირჩია. კერძოდ, 2009 წელს ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე ამოქმედდა „ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია“, სადაც ცალკე უფლებად არის მიჩნეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება. აღნიშნული განაპირობა ტექნოლოგიური განვითარების შედეგად გამოწვეულმა რისკებმა. შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავება სამართალდამცავი საქმიანობის მიზნებისთვის წარმოადგენს ჩარევას პირადი ცხოვრების დაცვის და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებებში. თუმცა ეს უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის. იმისათვის რომ აღნიშნულ უფლებებში ჩარევა იყოს გამართლებული, აუცილებელია ბალანსის დაცვა, ერთი მხრივ, შესაბამისი პირის/სუბიექტის უფლებასა და, მეორე მხრივ, სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანად ფუნქციონირებას შორის.
მოხსენებაში ყურადღება იქნება გამახვილებული თუ რა გამოწვევები გააჩნია გლობალიზაციამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებით მაშინ, თუ მონაცემებს სამართალდამცავი ორგანოები ამუშავებენ. განხილული იქნება ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს და ევროკავშირის მიდგომები. ამასთან მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასება ევროპულ რეგულაციებთან, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის განხორციელების დროს, თუ რა სტანდარტით არის დაცული პერსონალური მონაცემები. გაიცემა შესაბამის რეკომენდაციები.
საკვანძო სიტყვები: პერსონალური მონაცემი, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, ტექნოლოგიური განვითარება.
JEL: K42; D83; L86
DOI: 10.52244/c2025.43
გამოყენებული ლიტერატურა
CJEU, C-180/21, Inspektor v. Inspektorata kam Visshia sadeben savet, (2022).
ECtHR, Ben Faiza v. France. (Applications nos. 31446/12) 2018.
ECtHR, Roman Zakharov v. Russia, (Application no. 47143/06). 2015.
ECtHR, S. And Marper v. The United Kingdom (Applications nos. 30562/04 and 30566/04), 2008.
European Union. (n.d.). [Document name, if applicable; otherwise use “European Union legal text”]. EUR-Lex. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:12012M/TXT
Guide on Article 8 of the European Convention on Human Rights, CoE, 2020.
Guide on Data protection, Case-law of European Convention on Human Rights CoE, 2021.
Kosta, E., Boehm, F., The EU Law Enforcement Directive (LED): A Commentary. 2024
Parliament of Georgia. (n.d.). [Title of the bill or document]. Parliament of Georgia. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/222087
Sajfert, J., Quintel, T., Data Protection Directive (EU) 2016/680 for Police and Criminal Justice Authorities, 2017
„კომპეტენტური ორგანოების მიერ დანაშაულების პრევენციის, გამოძიების, დადგენის ან სისხლისსამართლებრივი დევნის, ან სასჯელთა აღსრულების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის, მონაცემთა თავისუფალი მიმოცვლის შესახებ. ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივა (EU) 2016/680. 27/04./2016
„პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვისა და ასეთი მონაცემების თავისუფალი მიმოცვლის შესახებ“ ევრპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EU) 2016/679. 27/04/2016.
„პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ,“ ევროპის საბჭოს კონვენცია 28/01/1981.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია. 04/11/1950.
გოშაძე, კ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი უფლება. იურისტების სამყარო. თბილისი, 2020.
ევროკავშირი ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია. OJ 2012 C 326. 2012.
კორკელია, კ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების კრებული. 2019-2023 წლები. პერსონალურ მონაცემთა დაცვა.
მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელო. ევროპის საბჭო. 2018 წლის გამოცემა.
საქართველოს კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, 14/06/2023
საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ,“ 04/10/2013.
საქართველოს კონსტიტუცია, 24/08/1995.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბერის №1/3/407 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის N1/9/1673,1681გადაწყვეტილება საქმეზე ლონდა თოლორაია და სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.