“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” 20 მარტს პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” ფარგლებში მორიგი სემინარი ჩატარდა.
სემინარის განმავლობაში სამართლის კურსის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს კონსტიტუციას. ასევე, განხილულ იქნა ადამიანის ძირითადი უფლებების არსი და ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა და საერთაშორისო მექანიზმები.
სემინარი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იმიტირებულ სასამართლო დარბაზში გაიმართა და მონაწილეების აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულად წარიმართა.
პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.