სხვადასხვა, მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” Web of Science-ზე წვდომას იღებს აკადემიური პერსონალისთვის ახალი კვლევითი შესაძლებლობები იხსნება

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” აკადემიური პერსონალისთვის ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმაWeb of Science, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რესურსია კვლევისა და სამეცნიერო პუბლიკაციების მიმართულებით.

პლატფორმა მკვლევრებსა და ლექტორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს:

  • მაღალი იმპაქტის მქონე საერთაშორისო პუბლიკაციების მოძიება
  • კვლევითი ტენდენციებისა და მიმართულებების ანალიზი
  • შესაბამისი სამეცნიერო ჟურნალების შერჩევა
  • ციტირების ინდექსების და კვლევის გავლენის შეფასება
  • ავტორის პროფილის შექმნა და საერთაშორისო ხილვადობის ზრდა
  • EndNote-ის გამოყენება ბიბლიოგრაფიის მართვისთვის

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აკადემიურ პერსონალს ექნება შესაძლებლობა შექმნას ინდივიდუალური ანგარიშები და ისარგებლოს პლატფორმით 1 წლისა და 6 თვის განმავლობაში.

” Web of Science-ზე წვდომა ჩვენი უნივერსიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი კვლევითი კულტურის გაძლიერების მიმართულებით. ეს შესაძლებლობა საშუალებას მისცემს ჩვენს აკადემიურ პერსონალს იმუშაოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გაზარდოს პუბლიკაციების ხარისხი და გააძლიეროს უნივერსიტეტის ხილვადობა გლობალურ სამეცნიერო სივრცეში”, – განაცხადა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” რექტორმა გოჩა თუთბერიძემ.

შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება:

31 მარტი, 17:00–18:00
Web of Science Essentials: Your Fast Track to High Impact Publishing

ტრენინგი მოიცავს:

  • პუბლიკაციების მოძიებასა და ანალიზს
  • გავლენიანი ჟურნალების შერჩევას
  • ავტორის პროფილის შექმნას
  • EndNote-ის გამოყენებას

2 აპრილი, 17:00–18:00Getting Started with In Cites Benchmarking & Analytics ტრენინგის თემებია:

  • კვლევის შეფასება და ანალიტიკა
  • ციტირების და კოლაბორაციის მაჩვენებლები
  • ინსტიტუციებისა და ქვეყნების შედარება
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ERASMUS+ CBHE 2025 პროექტის – ERIC-GE ფარგლებში.

პროექტის კოორდინატორია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“. პროექტში მონაწილეობს ექვსი ქართული და ორი ევროპული უნივერსიტეტი და მისი მიზანია კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო ინტეგრაციის ხელშეწყობა.