სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” Education Elevator  პროგრამის მონაწილეა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო მიმართულებით განვითარებას და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, მონაწილეობით პროგრამაში Education Elevator, რომელიც ორგანიზებულია Visionest Institute-ის მიერ.

აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო ინსტიტუტების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდას.

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” წარმოადგენდნენ – “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” რექტორი გოჩა თუთბერიძე, სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი დათუაშვილი, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ლექტორი გიორგი ჭუმბურიძე.

პროგრამის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობდა შემდგომ საკითხებზე:

– საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირება
– ევროკავშირის პრიორიტეტული ბაზრების განსაზღვრა
– განათლების სერვისების გლობალურ მოთხოვნებზე მორგება
– AI და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება

პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის, UNDP Georgia და Estonian Centre for International Development მხარდაჭერით, რომელიც წარმოადგენს საქართველოს განათლების სექტორის გრძელვადიანი საერთაშორისო განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს.