„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით „სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2026“ გაიმართება.
1–5 ივნისს სტუდენტებისთვის სხვადასხვა თემაზე შეხვედრები და ვორქშოპები ჩატარდება უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მონაწილეობით.
კვირეულის მიზანია სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, ასევე კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში, მონაწილე ყველა სტუდენტს ელექტრონული სერტიფიკატი გადაეცემა.
დაგეგმილი შეხვედრების განრიგი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: science.center@unik.edu.ge