საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ერაზმუს+” პერსონალის ტრენინგ მობილობის შიდა კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” დიმიტრიე კანტემირის უნივერსიტეტში (ტირგუ მურეში, რუმინეთი) დაგეგმილი “ერაზმუს+” პერსონალის ტრენინგ მობილობის ფარგლებში გამოცხადებული შიდა კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, მობილობაში მონაწილეობისათვის შეირჩნენ:

– საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი – მაკა ცერცვაძე
– მედიცინის ფაკულტეტის დეკანი – თამარ პერტაია
– პროფესორი – ეკატერინე ვაწაძე

მობილობა  2026 წლის 25–29 ივნისი განხორციელდება, აღნიშნული ვიზიტი „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ თანამშრომლებს შესაძლებლობას მისცემს პარტნიორ უნივერსიტეტში მონაწილეობა მიიღონ პროფესიული განვითარების აქტივობებში, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება, გააღრმაონ აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობა, ასევე განიხილონ სამომავლო ერთობლივი აკადემიური და კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს შერჩეულ კანდიდატებს და უსურვებს წარმატებას “ერაზმუს +” საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზაზე.