“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” 8 აპრილს შეხვედრა თემაზე “AI ტრანსფორმაცია და კარიერა ტექნოლოგიების ერაში” გაიმართება.
შეხვედრის ფარგლებში მოხდება შემდეგი საკითხების განხილვა:
- როგორ მუშაობს AI რეალურად HR და რეკრუტინგში;
- რომელი პროფესიები და ინდუსტრიები იცვლება ყველაზე სწრაფად;
- რომელი უნარები იქნება ყველაზე მოთხოვნადი უახლოეს წლებში;
- როგორ ააწყო კარიერა დღეს, როცა წესები მუდმივად იცვლება;
შეხვედრას გაუძღვება სულხან სახვაძე – HR, Helio.AI-ს თანადამფუძნებელი და პროდუქტის მთავარი ოფიცერი (CPO), TBC ბანკის თანამშრომელთა ჩართულობისა და მოტივაციის პარტნიორი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და BTU-ს მოწვეული ლექტორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.
შეხვედრა განკუთვნილია სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.
თარიღი: 8 აპრილი, 15:00 საათი;
აუდიტორია: საკონფერენციო სივრცე 106;
ადგილმდებარეობა: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, აკაკი წერეთლის ქუჩა N13