საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ერაზმუს+”-ის შერეული ინტენსიური პროგრამა “Smart University, Smart Campus III” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 

ცხადდება კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის “ერაზმუს+”-ის შერეულ ინტენსიურ პროგრამაში (BIP): „Smart University, Smart Campus III” მონაწილეობის მისაღებად. ლავოსლავ რუჟიჩკას სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი ვუკოვარში (VEVU), ხორვატია.

პროგრამა ინტერდისციპლინურია და მოიცავს თემებს, როგორიცაა: ჭკვიანი და მდგრადი კამპუსი, უმაღლესი განათლების ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაციები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა საუნივერსიტეტო გარემოში.

მონაწილეობის პირობები:

  • ონლაინ კომპონენტი: 13–16 აპრილი, 2026
  • ფიზიკური მობილობა: 20–24 აპრილი, 2026 (ქ. ვუკოვარი, ხორვატია)
  • კრედიტები: 3 ECTS
  • სამუშაო ენა: ინგლისური
  • ხელმისაწვდომი ადგილები: 3

შერჩევის პროცედურა:

  • სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება გასაუბრების საფუძველზე.

გასაუბრების თარიღი და დრო:

  • ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026, 12:00 საათი
  • გასაუბრებაზე ავტომატურად დაიშვებიან მსურველი სტუდენტები.
  • ადგილმდებარეობა: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, აუდიტორია 210

საკონკურსო კომისიის შემადგენლობა:

  • 1. დოქტორი თათია დოლიძე – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
  • 2. მაკა ცერცვაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი
  • 3. დოქტორი თეონა გრიგოლაშვილი – სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელფოსტაზე international@cue.edu.ge