პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება თებერვალი 9, 2026

2:00 pm

11/02/2026

11 თებერვალს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში’’, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პანელური დისკუსია თემაზე: „ქალთა როლი მეცნიერებაში: მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართება , რომლის პარალელურად სამეცნიერო ნაშრომების გამოფენა მოეწყობა.

2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 11 თებერვალი, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერებისა და განათლების სფეროში ქალების თანასწორი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ღონისძიება იმართება სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, მედიცინის ფაკულტეტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ორგანიზებით.

აუდიტორია: 201

დრო: 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, აკაკი წერეთლის ქუჩა N13

ჩაწერე საძიებო სიტყვა.