გიწვევთ ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად თანასწორობის თემაზე!
თუ ხარ სტუდენტი და გაინტერესებს თანასწორობის საკითხები, შემოიკრიბე ხუთი წევრისგან შემდგარი გუნდი და ჩაერთე ვიქტორინაში!
ვიქტორინის ეტაპები:
პირველი ეტაპი – რეგისტრაცია და მონაწილეთა შერჩევა
დაინტერესებულმა გუნდებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 2025 წლის 13 მაისამდე. გთხოვთ, მიუთითოთ გუნდის სახელი და გუნდის წევრთა მონაცემები.
რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/HrHk0
მეორე ეტაპი – ვიქტორინის ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა
ვიქტორინა გაიმართება 2025 წლის 16 მაისს, ქუთაისში, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში. გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთთან თანასწორობის თემაზე კითხვებში. ვიქტორინის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.
ჯილდოები:
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა ბიბლუსის 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: +995 598 75 36 75
ელფოსტა: studentandalumniservicecenter@cue.edu.ge
პროექტი ხორციელდება ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა და კანონის უზენაესობის ცენტრის თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით.