“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის თანამშრომლობით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე განხილული იქნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევები, როგორც სამართლებრივი, ასევე სამედიცინო ასპექტები.
კონფერენციის ფარგლებში მომზადდა და დაიბეჭდა მომხსენებელთა აბსტრაქტების კრებული. კონფერენციის დასასრულს მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
იხილეთ აბსტრაქტის კრებული: Abstracts