სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია თემაზე „დემოკრატია და მოქალაქეობა“ გაიმართა

17 ივნისს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სტუდენტური პრეზენტაციების ღონისძიება თემაზე „დემოკრატია და მოქალაქეობა“. ღონისძიება კურსის ლექტორის თინათინ მეფარიშვილის ხელმძღვანელობით, საგნის სწავლის პროცესის ფარგლებში გაიმართა.

სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას თემატური პრეზენტაციები წარუდგინეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ნაადრევი ქორწინება;
  • კიბერბულინგი;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი;
  • თანატოლთა შორის ძალადობის პრევენცია;
  • გენდერული თანასწორობა;
  • ეკოლოგია;
  • ახალგაზრდების უფლებები და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა მოამზადეს სპეციალური ვიდეომასალა, რომელმაც პრეზენტაციები კიდევ უფრო საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარმოაჩინა.

ღონისძიებამ აჩვენა სტუდენტების დიდი დაინტერესება და ჩართულობა დემოკრატიულ და სამოქალაქო პროცესებში.

ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა – პრეზენტაციების შემდეგ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა დაესვა კითხვები და ჩართულიყო დისკუსიაში.