სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩინური ენის სპეციალიზებული კურსი იწყება

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასი აცხადებს მიღებას ჩინური ენის კურსზე, რომელიც განკუთვნილია ტურიზმის სფეროში დასაქმებული და დაინტერესებული პირებისთვის.

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია მონაწილეებმა შეისწავლონ ჩინური ენის საკომუნიკაციო საფუძვლები, რომლებიც დაეხმარებათ ჩინელ ტურისტებთან ეფექტური და პროფესიული კომუნიკაციის დამყარებაში, ასევე გაეცნონ ჩინურ კულტურას, ტრადიციებსა და მომსახურების ეტიკეტს, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ტურისტული მომსახურების უზრუნველსაყოფად.

კურსი განკუთვნილია:

  • გიდებისთვის;
  • ტურისტული კომპანიების მენეჯერებისთვის;
  • ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვა პროფესიონალებისთვის

კურსის შინაარსი მოიცავს:

  • ჩინური ენის საბაზისო საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
  • ტურიზმის სფეროსთვის აუცილებელი პროფესიული ტერმინოლოგიის შესწავლა;
  • ჩინელი ტურისტების მომსახურების კულტურული და ეტიკეტის თავისებურებების გაცნობა.

ხანგრძლივობა: 4 თვე

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, წერეთლის ქ.13

კურსის საფასური: 1000 ლარი

შესაძლებელია გადახდა 4 ნაწილად:
* სავალდებულო პირველადი შენატანი – ჯამური თანხის 20%
* დარჩენილი თანხის გადანაწილება შესაძლებელია 4 ნაწილად
მოთხოვნა:
* ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2 დონე)

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია: მაქსიმუმ 12 მონაწილე
რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია:

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 აპრილი
  • რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: https://forms.gle/ZBYxtJPKUhoEHvFXA

ტელ: 557 350 300
Email: info@cue.edu.ge