სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” ღონისძიება „Vision of America: 250 Years in Posters“ გაიმართა

24 მარტს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის ქუთაისის ამერიკულმა კუთხემ საინტერესო და ინტერაქტიული ვორქშოპი გამართა, რომელიც აერთიანებდა შემეცნებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და შემოქმედებით აქტივობებს.

ვორქშოპი სამი ძირითად ნაწილისგან შედგებოდა:

– სამაგიდე თამაშის მეშვეობით სტუდენტებმა გააღრმავეს ცოდნა ამერიკის კულტურის, სპორტის, განათლებისა და სამეცნიერო მიღწევების შესახებ და უკეთ გაეცნენ ქვეყნის ისტორიას;
– ვირტუალური მოგზაურობის ფარგლებში მონაწილეებმა VR სათვალეების გამოყენებით იმოგზაურეს ამერიკაში და დაათვალიერეს მისი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები;
– AI ტექნოლოგიების გამოყენებით, ინსტრუქტორებისა და სპეციალისტის მხარდაჭერით, სტუდენტებმა შექმნეს თემატური საინფორმაციო პოსტერები.

პროექტი შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით და აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება ქუთაისში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 2026 წლის 4 ივლისის კვირეულზე “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტების სახელით.

ღონისძიება “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ეგიდით განხორციელდა.