26 მარტს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” ვორქშოპი “როგორ მოვამზადოთ ეფექტური CV და მოვემზადოთ გასაუბრებისთვის” ჩატარდა.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება, დაეხვეწათ ინგლისურ ენაზე გასაუბრების უნარები და გასცნობოდნენ რეზიუმეს ფორმატს.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს:
- ეფექტური და პროფესიონალური CV-ის შექმნის ძირითადი პრინციპები
- საკუთარი გამოცდილებისა და უნარების სწორად წარმოჩენა
- დამსაქმებელზე მორგებული რეზიუმეს სტრუქტურირება
- გასაუბრებაზე წარმატებული კომუნიკაციის ტექნიკები
- სიმულაციური გასაუბრების საშუალებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება
ვორქშოპს სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგიდან“ მშვიდობის კორპუსის მოხალისე აარონ ვოიდა უძღვებოდა.
ღონისძიებაში მედიცინის ფაკულტეტის, ასევე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ვორქშოპი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ეგიდით განხორციელდა.