სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” ვორქშოპი “როგორ მოვამზადოთ ეფექტური CV და მოვემზადოთ გასაუბრებისთვის” გაიმართება

26 მარტს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” ვორქშოპი “როგორ მოვამზადოთ ეფექტური CV და მოვემზადოთ გასაუბრებისთვის” გაიმართება. ვორქშოპს წარუძღვება მშვიდობის კორპუსის მოხალისე აარონ ვოიდა, სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგიდან”.

ვორკშოპის განმავლობაში სტუდენტები შეძლებენ შეისწავლონ:

  •  ეფექტური და პროფესიონალური CV-ის შექმნის ძირითადი პრინციპები;
  •  საკუთარი გამოცდილებისა და უნარების სწორად წარმოჩენა;
  •  დამსაქმებელზე მორგებული რეზიუმეს სტრუქტურირება;
  •  გასაუბრებაზე წარმატებული კომუნიკაციის ტექნიკები;
  •  სიმულაციური გასაუბრების საშუალებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება;

დარეგისტრირდით 25 მარტის ჩათვლით, 16:00 საათამდე: 

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/7xQgk12jgfdrjfbL6

ადგილები შეზღუდულია!

თარიღი: 26 მარტი, 14:00 საათი.
სამუშაო ენა: ინგლისური
აუდიტორია: ბიბლიოთეკის სამკითხველო სივრცე, აუდიტორია 201
ადგილმდებარეობა: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, აკაკი წერეთლის ქუჩა N13

ვორქშოპი“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ეგიდით ხორციელდება.