რატომ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი?

ვროპის ცენტრალური უნივერსიტეტი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც 1991 წელს დაარსდა.

ვროპის ცენტრალური უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. ვროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მედიცინის და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტები, რომლის ფარგლებში ხორციელდება, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.

უნივერსიტეტში დაფუძნებულია ასევე ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი და გამოიცემა საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“.

ვროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, EUA-ს (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია. იგი საქართველოს მასშტაბით მეხუთე კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანდა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩასართავად. ქუთაისის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში თანამშრომლობს 21 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან.

მოქმედებს თუ არა სახელმწიფო გრანტი?

დიახ, უფრო მეტიც! სახელმწიფო გრანტი = უფასო სწავლას + სტიპენდია;

შეიძლება თუ არა სწავლის საფასურის გადანაწილება?

დიახ! ქუთაისის უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს სთავაზობს გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს - სწავლის საფასურის 10 თვეზე გადანაწილებას.