27 მარტს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის ‘’STREET LAW” ფარგლებში მორიგი სემინარი ჩატარდა.
სემინარზე მონაწილეები გაეცნენ დისკრიმინაციის სახეების, დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებებს, დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოების შესახებ. ასევე, განხილულ იქნა საკუთრების უფლების არსი, საკუთრების ჩამორთმევისა და საკუთრების უფლების შეზღუდვის შემთხვევები.
სემინარი ‘’ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის’’ იმიტირებულ სასამართლო დარბაზში გაიმართა და მონაწილეების აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულად წარიმართა.
პრაქტიკული სამართლის კურსის ‘’STREET LAW” მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.