“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ფაკულტეტის ორგანიზებით ყოველსემესტრული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დეკანი თეონა გრიგოლაშვილი სტუდენტებს შეხვდა და მათთან ერთად აქტუალური საკითხები განიხილა.
შეხვედრებს ყოველსემესტრული ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს სტუდენტებთან უშუალო კომუნიკაციის გაღრმავებას, მათი მოსაზრებების მოსმენას როგორც აკადემიურ პროცესებთან, ასევე სტუდენტურ სერვისებთან და სასწავლო პროცესის სრულყოფასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო გასულ სემესტრში ჩატარებული სტუდენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრაზე დეკანმა დეტალურად ისაუბრა გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და უკვე განხორციელებულ ცვლილებებზე. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ გამოცდილება.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მსგავსი შეხვედრების რეგულარული ჩატარება უზრუნველყოფს სტუდენტთა ჩართულობის შენარჩუნებასა და უკუკავშირის მუდმივ ინტეგრაციას საგანმანათლებლო პროცესში.