“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტურმა თვითმმართველობამ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტურმა თვითმმართველობამ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ თვითმმართველობის მიმდინარე საქმიანობას, სტუდენტურ კლუბებს, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.
ყურადღება დაეთმო სტუდენტთა ჩართულობის გაზრდას, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვას.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.