“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები :
– უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
– ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
– აკრედიტაციის/ავტორიზაციისათვის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების პროცესში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პირველადი დამუშავება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
– აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება;
– საუნივერსიტეტის შიდა ორგანიზაციული კვლევის ორგანიზება,განხორციელება კვლევის შედეგების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
– თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– უმაღლესი განათლება; სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
– 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
– MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
– ინგლისური ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა – B1 (მეტყველება, წერა).
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
-სისტემური აზროვნების უნარი;
– ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
– პასუხისმგებლობა;
– ორგანიზებულობა;
– სტრესის მართვის უნარი;
– დროის მართვის უნარი;
– დეტალებზე ორიენტირებულობა;
– გუნდური მუშაობის უნარი;
– შედეგზე ორიენტირებულობა;
– ცვლილებების მიმღებლობის უნარი;
სამართლებრივი აქტები:
მიღებისას მოთხოვნილი აქტები:
* საქართველოს შრომის კოდექსი;
* საქართველოს კანონი,, უმაღლესი განათლების შესახებ“;
* ავტორიზაციისა და აკრედიტაციის
* სტანდარტები/პროცედურები/სახელმძღვანელო;
* საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
* საკვალიფიკაციო ჩარჩო, კლასიფიკატორი;
* შესაბამისი დარგობრივი მახასიათებელი;
ვადები და დეტალები:
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 თებერვალი;
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ;
ადგილების რაოდენობა: 1;
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13 ;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ;
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.
1. კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 4 თებერვალს დასრულდება 20 თებერვალი.
2. კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
3. კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@cue.edu.ge
ტელ: +995 558 57 40 19
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – ვაკანსია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი.