სხვადასხვა

ინფორმაცია უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის

დაიწყო განაცხადების მიღება უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის (Stipendium hungaricum) ფარგლებში, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით უწევს ადმინისტრირებას.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

  • ბაკალავრიატი – არაუმეტეს 30;
  • მაგისტრატურა – არაუმეტეს 30;
  • დოქტორანტურა – არაუმეტეს 10;
  • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) – არაუმეტეს 5;
  • ტრენინგ კურსები (3-10 თვის ხანგრძლივობის) – 5.