სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა – “რუსეთის აგრესიული ბუნების სამხედრო-სტრატეგიული ანალიზი” გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ ბადრი შელიასთან შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის თემა “რუსეთის აგრესიული ბუნების სამხედრო-სტრატეგიული ანალიზი” იყო.

 

ღონისძიებაზე ისეთი თემები განიხილეს, როგორიცაა: ომის გამომწვევი მიზეზები, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგია, რუსეთის სამხედრო ტაქტიკა უკრაინაში, უკრაინის თავდაცვითი ტაქტიკა, თანამედროვე ომის თავისებურები, სამხედრო-პოლიტიკური ვითარება საქართველოში.

 

შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მას როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.