2014 წლის აპრილში დასრულდა ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMBER პროექტის შესარჩევი კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვეს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მოიპოვეს 100%-იანი დაფინანსება.
გამარჯვებული სტუდენტები მამუკა საღრიშვილი და ნინო ჯაში 2014 წლის სექტემბრიდან სწავლას განაგრძობენ ლიტვაში, კერძოდ, ვილნიუსის უნივერსიტეტში http://www.vu.lt/en .
ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინსიტრაცია ულოცავს გამარჯვებულ სტუდენტებს და უსურვებს მათ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.