საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

რუმინეთის დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” “ერაზმუს+” პერსონალის ტრენინგის მობილობის ფარგლებში “ბულგარეთის წმინდა კირილის და მეთოდეს სახელობის ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტის” ადმინისტრაციულ დელეგაციას უმასპინძლა.

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” “ერაზმუს+” ტრენინგ მობილობის ფარგლებში ეწვივნენ რუმინეთის დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: პროფესორი მიჰაი ვოდა, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი, და დოქტორი რადუ ნეგრუ, ერაზმუს კოორდინატორი.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტს შორის მომავალი ერაზმუს+ KA171 თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.

ასევე განხილულ იქნა ახალი “ერაზმუს+” პროექტების პერსპექტივები, მომავალი გაცვლითი შესაძლებლობების კალენდარი, მონაწილეთა შერჩევის პროცედურები და თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც ორივე უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიებს შეუწყობს ხელს.

რუმინეთის დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გააზიარეს საკუთარი გამოცდილება “ერაზმუს+” პროგრამის განხორციელების მიმართულებით და წარმოადგინეს რამდენიმე საინტერესო ინიციატივა, რომლებიც შესაძლოა, მომავალში “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტთან” თანამშრომლობის გზით განვითარდეს.

ამავდროულად “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის”  წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტში არსებული პრაქტიკა, მიმდინარე შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხედვა.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და მიიჩნევს, რომ მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, ახალი შესაძლებლობების გამოვლენასა და ინსტიტუციური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.