ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილი გახდა. “ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა დაასრულა.
ერთ-ერთი მათგანი – კახიანოურის სამაჟორიტარო ოლქის დეპუტატობის კანიდატი – ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ლელა ქელბაქიანი გახლავთ.
უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომელი და სტუდენტი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ქალბატონი ლელა გამარჯვების შემთხვევაში ბევრი სიახლის შეტანას შეძლებს ქალაქის კულტურულ -საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურისა და სხვა მრავალი საჭირბოროტო საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტაში; ძალასა და ენერგიას არ დაიშურებს ქუთაისის განვითარებისა და წინსვლისათვის.
ვუსურვებთ მას გამარჯვებას საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ქალაქის საკეთილდღეოდ!