სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ფესტივალი “სიცილის ლიგა 2025” გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” არსებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის სახელოვნებო და კულტურული მიმართულების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ფესტივალი “სიცილის ლიგა 2025”.

ღონისძიების ფარგლებში სულ წარმოდგენილი იყო 8 გუნდი. ფესტივალი გახსნა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” გუნდმა “სენსაციამ”. “სიცილის ლიგა 2025-ის” დასასრულს გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებული გუნდი “იშვიათი იმერლები”.

ფესტივალის საუკეთესო მოთამაშე გახდა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტი თენგო ტოფაძე.

ნომინაციაში “ფესტივალის ინტელიგენტი “(მოაზროვნე გუნდი) გაიმარჯვა  გუნდმა “კეთილი ადამიანები”. ფესტივალის “ტიპაჟი” გახდა – მეგი ფარღალავა.

ასევე, გამოვლინდა ფესტივალის საუკეთესო მუსიკალური გუნდი – სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებული გუნდი “მთავრობა”.

თვითმმართველობის რჩეული გუნდი “ჯენზი თაობა” აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” გუნდები “სენსაცია” და “იშვიათი იმერლები” მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სატელევიზიო იუმორისტულ ჩემპიონატში “ქართული ლიგა”.