“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, გასული წლის მსგავსად, საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ამსახველ მსოფლიო რუკაზე იქნა დატანილი (https://www.idm314.org/).
რუკაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 300-ზე მეტი ღონისძიებაა აღნიშნული.
მათემატიკის საერთაშორისო დღე იუნესკოს მე-40 სესიის გადაწყვეტილებით 14 მარტს აღინიშნება, რაც რიცხვ პი-ს (3,14) უკავშირდება. ამ დღის აღსანიშნავად “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მათემატიკის საერთაშორისო დღის პროექტს მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით, საერთაშორისო მათემატიკური კავშირი ხელმძღვანელობს.