4 მარტს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სტუდენტთათვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრებზე სტუდენტებს, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრისას განხილული იყო ინფორმაცია სასწავლო კურსის სილაბუსის, სწავლის შედეგების, შეფასების სისტემის და აპელაციის პროცედურების შესახებ. ასევე, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია წახალისების, სტიპენდიების განსაზღვრის წესისა და უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტის ეთიკის კოდექსის შესახებ.
გარდა ამისა, სტუდენტებს მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერები გაესაუბრნენ და რეგისტრაციის შესახებ დეტალები გააცნეს.