სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ რობაქიძემ, 2025 წლის 1-7 აპრილს მონაწილეობა მიიღო ერაზმუს+ პერსონალის მობილობის პროგრამაში. სამსახურის უფროსი მობილობით იმყოფებოდა ალბერტას კოლეჯში (რიგა, ლატვია). ვიზიტის მიზანი იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და სტუდენტთა მომსახურების, ასევე კარიერული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში, მარიამ რობაქიძე შეხვდა აკადემიური და კარიერული განვითარების სერვისების ხელმძღვანელ პირებს, ასევე სტუდენტური მმართველობის პრეზიდენტს. შეხვედრების დროს გამოიკვეთა საერთო გამოწვევები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
მომავალი თანამშრომლობა მოიცავს ონლაინ ინიციატივებში და ჰიბრიდულ აკადემიურ ღონისძიებებში მონაწილეობას.
ვიზიტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას და ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებას.