15 მაისს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” “ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისის საინფორმაციო დღე გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის პროგრამის შესაძლებლობების გაცნობას.
დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” რექტორმა, გოჩა თუთბერიძემ და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა მიმართეს.
შეხვედრის ფარგლებში „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა აუდიტორიას დეტალურად გააცნეს პროგრამის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის:
- „ჰორიზონტი ევროპას“ მე-6 კლასტერის მიმდინარე წლის კონკურსები – მომხსენებელი მაკა ჟორჟოლიანი, მე-5 და მე-6 კლასტერების – კლიმატი, ენერგია და მობილობა, ეროვნული საკონტაქტო პირი;
- ჯანმრთელობის კლასტერის მიმდინარე წლის კონკურსები – მომხსენებელი ნიკა ვაჩაძე, ეროვნული საკონტაქტო პირი ინფრასტრუქტურების მიმართულებით;
- პოსტსადოქტორო კვლევები, სადოქტორო ქსელების აქტივობები და ერთობლივი სადოქტორო პროგრამები – მომხსენებელი თეონა მაისურაძე, მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ეროვნული საკონტაქტო პირი;
- “ინოვაციური ევროპა” – 2026 წლის გამოწვევები და დაფინანსების შესაძლებლობები – მომხსენებელი ანა გოლეთიანი, ევროპული ინოვაციების საბჭოს, ევროპული ინოვაციების ეკოსისტემის, ინოვაციების, ტექნოლოგიების ევროპული ინსტიტუტისა და NEB4All ეროვნული საკონტაქტო პირი.
შეხვედრის მონაწილეებმა გაიზიარეს პრაქტიკული რეკომენდაციები და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.