სხვადასხვა

პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” ფარგლებში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს იურისტთან შეხვედრა გაიმართა

პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” ფარგლებში 15 მაისს მორიგი სემინარი ჩატარდა.

სემინარს ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს იურისტი სალომე კუბლაშვილმა წარუძღვა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სასამართლო საქმის განხილვის მხარეებისა და სასამართლოს მთავარი სხდომის მიმდინარეობის შესახებ.

ასევე, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით განიხილეს სასამართლოს მიერ ბავშვის მონაწილეობით საქმის განხილვის სპეციფიკა და საქმის განხილვის თავისებურებები.