სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” ვორქშოფი  – “კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა“ გაიმართება

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ვორქშოფი – “კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა“ გაიმართება.

ვორქშოფის მიზანია მონაწილეებში ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება, გუნდური თანამშრომლობის გაუმჯობესება და კონფლიქტების მართვისა და გადაჭრის პრაქტიკული მეთოდების გაცნობა.

ვორქშოფის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ: ეფექტური კომუნიკაციის ძირითადი პრინციპების გაცნობას; კონფლიქტების კონსტრუქციულად მართვის ტექნიკების შესწავლას; ინტერაქტიულ აქტივობებსა და დისკუსიებში მონაწილეობას; საკუთარი აზრის ეფექტურად გამოხატვისა და სხვების მოსმენის უნარების განვითარებას.

სემინარს ამერიკელი მშვიდობის კორპუსის მოხალისე აარონ ვოიდა წარუძღვება (სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“).

თარიღი: 20 მაისი, 14:00 საათი;
ადგილმდებარეობა: ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი (აუდიტორია 201);
სამუშაო ენა: ინგლისური.