სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” და “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა” და “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას, აკადემიური და სამეცნიერო კუთხით, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების მხარდაჭერასა და ცოდნის გაზიარებას სამართლის მიმართულებით.

თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება, აკადემიური ღონისძიებების ორგანიზება, სტუდენტებისა და სამართლის სპეციალისტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.