“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივით გამოცხადებული სტუდენტური პროექტების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსის გამარჯვებული პროექტების ავტორები მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები არიან.
სტუდენტური ინიციატივების 2026 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტებია:
- დავანგრიოთ სტიგმა: სწავლის უნარის დარღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მხარდაჭერის ინიციატივა.
- პროექტის ავტორი – მარიამ ხეთერელი
- დაარღვიე დუმილი: ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია – ილაპარაკე. გააზიარე. განიკურნე.
- პროექტის ავტორები: კრიდჰა კათურია, მანვი, ალი ჰასან, მოჰდ ალი, ბჰავია პრატაპ სინგჰ, მოჰდ ზაიდ რაჰიმი.
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დიაბეტისა და ჰიპერტენზიის შესახებ.
- პროექტის ავტორები: რანჯითა ბირაპპანაჰალლი ვენკატასვამი, პრაკაშ კატიკერაჯულა, ტეჯესჰვინი ტალასანი, ირენე აგნუს ედვინ.
სტუდენტური ინიციატივების კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდების იდეებისა და აქტივობების მხარდაჭერას. საპროექტო განაცხადების მიმართულებებს შორისაა სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ინოვაციური, კვლევითი და ტექნოლოგიური პროექტები, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი იდეები პრაქტიკაში განახორციელონ.