30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით “ევროპის უნივერსიტეტს” ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის პროფესორები – სერხიო სინზა სანხურხო და დანიელ რეი ალდანა სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეული, სახელწოდებით “Simulation-Based Clinical Teaching and Assessment” გაიმართა. ტრენინგში “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აკადემიური პერსონალიც მონაწილეობდა.
ოთხი დღის განმავლობაში ლექტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ საერთაშორისო გამოცდილება და სიმულაციური სწავლების ახალ მეთოდებს გასცნობოდნენ.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებზე, რაც მათ სიმულაციური სწავლების როლის უკეთ გააზრებასა და სტუდენტების კლინიკური უნარების განვითარებაში დაეხმარება.
კვირეულის მიზანი ლექტორებისთვის აკადემიური განვითარების შესაძლებლობის შექმნა და სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების ინტეგრირება იყო.