საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა საერთაშორისო აკადემიურ კვირეულსა და კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის”  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა – თეა ვალიშვილმა და ლია გენელიძემ “ერაზმუს+” საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში 20–24 აპრილს რიგაში (ლატვიაში) საერთაშორისო აკადემიურ კვირეულსა და სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

საერთაშორისო აკადემიური კვირეული ორგანიზებული იყო ეკას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტისა და ალბერტას კოლეჯის მიერ და მოიცავდა ლექციებს, ვორქშოპებსა და სამუშაო შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „განვითარებადი ტენდენციები ეკონომიკაში, კულტურასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“.

სამეცნიერო კონფერენციაში აკადემიურმა პერსონალმა ალბერტას კოლეჯის ლექტორებთან თანამშრომლობით წარადგინეს ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი თემაზე: „ბრენდის კომუნიკაცია და მოდის ინდუსტრია ზეტ თაობაში: საქართველოსა და ლატვიის შედარებითი კვლევა“. სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.