“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით უტენას კოლეჯში (ლიეტუვაში) იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში დეკანმა სამუშაო შეხვედრები უტენას კოლეჯის დირექტორთან და მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან გამართა. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი უტენას კოლეჯის აფილირებულ კლინიკას ეწვია, დაათვალიერა კლინიკური ბაზა და განიხილა სტუდენტთა მოკლევადიანი მობილობების შესაძლებლობა.
“ერაზმუს+” აკადემიური პერსონალის გაცვლის პროგრამა ხელს უწყობს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს, როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობისთვის.