“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” ფარგლებში პირველ მაისს მორიგი სემინარი ჩატარდა.
სემინარზე მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდა საოჯახო სამართლის სხვადასხვა ინსტიტუტზე, მათ შორის ქორწინებასა და განქორწინებაზე.
ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: მეუღლეთა უფლებები და ვალდებულებები, მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ.
სემინარი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იმიტირებულ სასამართლო დარბაზში მონაწილეების აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისთვის.