2 მაისს, “ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” აქტიურად მიიღო მონაწილეობა „ქუთაისქალაქობა 2026“-ის ფარგლებში გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებებში.
უნივერსიტეტმა წარადგინა მედიცინის ფაკულტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი და კონფუცის კლასი.
სტუმრები აქტიურად ჩაერთნენ სახალისო ვიქტორინაში, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები გაუძღვნენ. გამარჯვებულ მონაწილეებს უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მონაწილეებში, ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია კონფუცის კლასმა, რომელიც მიზნად ისახავს ჩინური ენისა და კულტურის გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის.