საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სემინარი ჩატარდა

28-29 აპრილს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის სპეციალისტების პროგრამის დაფინანსებით ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სემინარი ჩატარდა.

სემინარს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ჯონ ლივაისი უძღვებოდა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინგლისური ენის მასწავლებლებმა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან.

პროფესორმა ჯონ ლივაისმა ისაუბრა მეტყველებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებსა და წარმოთქმის სპეციფიკის თანამედროვე პრაქტიკულ მიდგომებზე. დოქტორანტებთან ჩატარებული საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში კი კვლევებსა და სტატიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მიერ ჩატარებული აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს რეგიონში აკადემიური ცოდნისა და გამოცდილების გაძლიერებას.