“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სამართლის დოქტორი, პროფესორი ქეთევან კუხიანიძე და ალბერტას კოლეჯის პროფესორი სანდრა ტეტერე 22-23 აპრილს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – “Emerging Trends in Economics, Culture and Humanities” მონაწილეობდნენ.
კონფერენცია საერთაშორისო აკადემიურ პლატფორმას წარმოადგენდა, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და მკვლევრებს ეკონომიკის, კულტურისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების აქტუალური საკითხების ირგვლივ.
პროფესორებმა წარადგინეს ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი თემაზე “Enhancing Entrepreneurial Competence Development in Higher Education: A Comparative Study of Latvia and Georgia”, რომელიც ეძღვნება უმაღლეს განათლებაში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების საკითხებს და ორ ქვეყნის შედარებით ანალიზს.
ამავდროულად, სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდება საერთაშორისო რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალში – Economics and Culture, რომელიც წარმოადგენს ევროპულ აკადემიურ პლატფორმას, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული კვლევებისთვის. აღნიშნული ჟურნალი ინდექსირებულია Scopus-ისა და DOAJ-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.
მოცემული პუბლიკაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს თანამედროვე ეკონომიკისა და სამეწარმეო კვლევების განვითარებაში და ადასტურებს ქართველი მეცნიერის ინტეგრაციას გლობალურ აკადემიურ სივრცეში.
აღნიშნული კონფერენცია გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და საერთაშორისო მონაწილეობის ფართო ჩართულობით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართველი და უცხოელი მეცნიერების აქტიურ ჩართულობას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.