საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” “ოდესის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის” საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” “ოდესის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურებოდა.

კვირეულის ფარგლებში, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის Erasmus მობილობის მენეჯერმა მაკა ცერცვაძემ პარტნიორი უნივერსიტეტების წინაშე, ონლაინ ფორმატში მოხსენება თემაზე “საერთაშორისო პროექტები და პროგრამები უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კონტექსტში” წარადგინა, სადაც უნივერსიტეტის გამოცდილებაზე და პრაქტიკაზე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მიმართულებით ისაუბრა.

საერთაშორისო კვირეულის მიმდინარეობისას, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა ბაია ჯოხაძემ და ნინო რაჟამაშვილმა, უცხოელ სტუდენტებს “Erasmus+” მობილობის პროგრამის ფარგლებში მიღებული აკადემიური და კულტურული გამოცდილება გაუზიარეს.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” საერთაშორისო კვირეულში აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.