სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ფუტსალის გუნდმა “საქართველოს უნივერსიადა 2026“-ზე მესამე ადგილი მოიპოვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ფუტსალის გუნდმა სტუდენტურ სპორტულ ღონისძიებაში “საქართველოს უნივერსიადა 2026“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

უნივერსიადის მიზანია სტუდენტებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და უნივერსიტეტებს შორის მეგობრული გარემოს შექმნა.

ტურნირის ფარგლებში, უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ ულოცავს ფუტსალის გუნდის წევრებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს უსურვებს.