“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” “CYCLE UP! – ურბანული საფარისა და დიზაინის ინტერაქტიურ ვორქშოპს: ქალაქი ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტების თვალით” უმასპინძლა.
ვორქშოპის მიზანი ქუთაისის, როგორც ყველა მოქალაქისთვის კომფორტული, ინკლუზიური და ეკოლოგიურად ხელმისაწვდომი ქალაქის განვითარების შესაძლებლობების შესწავლა იყო.
ვორქშოპის ფარგლებში სტუდენტები მცირე ჯგუფებში მუშაობდნენ და ქუთაისში სასწავლო ტურში მონაწილეობდნენ. ტურის განმავლობაში, ისინი, უშუალოდ დააკვირდნენ ქალაქის ურბანულ გარემოს, ტრანსპორტირების სისტემასა და გარემოსდაცვით გამოწვევებს.
მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მონაწილეებმა გააანალიზეს ქალაქის ხელმისაწვდომობის, ინკლუზიურობისა და მდგრადი ურბანული განვითარების საკითხები, ასევე გაეცნენ მოქალაქეების ყოველდღიურ საჭიროებებსა და გამოწვევებს.
ვორქშოპი ორგანიზებული იყო ჩეხეთის ცენტრი თბილისის მიერ ადგილობრივ პარტნიორთან, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტთან” თანამშრომლობით.
ღონისძიება არის პროექტ CYCLE UP!-ის ნაწილი და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროგრამა Creative Europe-ის ფარგლებში.