საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა” და “ჩეხეთის ცენტრი თბილისის” წარმომადგენელთა შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა” და “ჩეხეთის ცენტრი თბილისის” წარმომადგენელთა შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მხრიდან სამუშაო შეხვედრაში უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური და ბიბლიოთეკის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

“ჩეხეთის ცენტრი თბილისის დირექტორმა” ოსამუ ოკამურამ, მასპინძელ მხარეს გააცნო ცენტრის საქმიანობა, რომლის მიზანიც ჩეხური კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად ასევე ჩეხური მეცნიერების, კვლევებისა და ინოვაციების წარმოჩენაა.

ოსამუ ოკამურამ გააზიარა თავისი აკადემიური მოღვაწეობის გამოცდილება “ტოკიოს მეცნიერების უნივერსიტეტსა” და “ლიბერეცის ტექნიკურ უნივერსიტეტში”, რომელიც ურბანიზაცის, არქიტექტურისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობას უკავშირდება.

შეხვედრის დროს განხილული იქნა თანამშრომლობის შესაძლებლობები “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაძლიერების მიმართულებით. ასევე დაიგეგმა ერთობლივი ვორქშოპის განხორციელება ქალაქის სივრცითი მოწყობით დაინტერესებული პირებისათვის, რომელიც ქალაქ ქუთაისში ივნისის თვეში გაიმართება.